30 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
საქართველო, პრინციპის დონეზე, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, ეს კონსტიტუციაში ასახულია - კრისტიან ურსე

"ევროპის საბჭოს" ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს განცხადებით, საქართველოში საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის, რომელიც კონსტიტუციაშია ასახული.

ურსე მხარეებს მოუწოდებს, ახლა არსებულ რეალობაზე კონცენტრირდნენ და  2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ დიალოგზე ფოკუსირდნენ.

"პრინციპის დონეზე, საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე, ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით იყო. ასე რომ, ეს არის არსებული რეალობა და ახლა ჩვენ, ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დიალოგზე და მიმდინარე პროცესზე," - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

ურსე ასევე მხარეებს შორის არსებულ დიალოგს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესის პოლარიზაციას შეამსუბუქებს.

"დიალოგის ფორმატში მოხდა პოზიციების დაფიქსირება და აზრთა გაცვლა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი პოლარიზაციის შემსუბუქების და შერბილების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაგრძელდება და ასევე პოზიციების გაცვლაც," - აღნიშნა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები