30 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოიშალა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ასრულებს.

სამუშაოების დაწყებამდე ადგილობრივები დროებით საცხოვრებლებში გაიყვანეს. შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტები დასკვნას ახლო მომავალში დადებენ.

დღის ამბები