30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მიხაილო მსმენელის წინაშე 14 დეკემბერს სპეციალური ნებართვით და მხოლოდ 1 დღით წარსდგება

14 დეკემბერს მუსიკოსი მიხაილო თოდუა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ და შინაპატიმრობის პირობებში, პირველ ღონისძიებას გამართავს.

არტისტმა, რომელიც სასჯელს მდმ-ის ფლობისთვის იხდის, საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრება პატიმრობის პირობებშიც გააგრძელა.

მან ციხეში სტუდია გააკეთა, სადაც მუსიკას წერდა და ამ ხნის განმავლობაში 9 ალბომის გამოცემაც შეძლო.

აღსანიშნავია ბოლო კოლაბორაციული ალბომი, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა.

14 დეკემბერს სპეციალური ნებართვით და მხოლოდ 1 დღით მიხაილო მსმენელის წინაშე წარსდგება.

მუსიკოსის პირველი ღონისძიება BPM sound sistem-ის ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები