30 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
რეალურია თუ არა აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა

პროტესტი აჭარის ტელევიზიაში - ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მათ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.

ტელევიზიის ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს საქმიანობაში უხეშად ჩარევაში, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაში და ზეწოლაში ადანაშაულებენ. თანამშრომლების სახელით დღეს არხის ნაწილმა ოფიციალური მიმართვაც გაავრცელა.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება არასამთავრობო სექტორი. ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მზადა არის, საჭიროების შემეთხვევაში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს იურიდიული დახმარებაც გაუწიოს.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულია სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ჟურნალისტებს შეხვდა, ომბუდსმენი კონკრეტული პრობლემების შესახებ ინფორმაციას გიორგი კოხრეიძისგანაც მოისმენს.

აჭარის ტელევიზიის თანამშორმლებში უკმაყოფილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან ვადაზე ადრე, იმპიჩმენტის გამოყენებით გაათავისუფლეს.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შედეგ კი თვლიან, რომ არხზე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხე არსებობს.

დღის ამბები