30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
"იმედი მინდა დავიტოვო, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ნეგატიურად არ შემობრუნდება" - ლორა თორნტონი

IRI-ის პრეზიდენტმა გუშინ ბიძინა ივანიშვილს უპასუხა, დღეს კი "კურიერთან" ვრცელი კომენტარი უკვე NDI-იმ გააკეთა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ, მათი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პასუხობენ.

როგორც წესი ამ კვლევითი ორგანიზაციების პოლიტიკა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან იგივდება, ბიძინა ივანიშვილმა კი არ გამორიცხა, რომ მათ საქართველოში საქმიანობაზე კითხვის ნიშნები კონგრესისა და პრეზიდენტ ტრამპის წინაშეც კი დასვას. ამ თემაზე დენიელ ტვაინინგი ამერიკის ხმამ ჩაწერა, ლორა თორნტონი კი "კურიერმა".

"საყურადღებოა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი აკეთებს მსგავს განცხადებებს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, თუმცა, მე მაინც იმედი მინდა დავიტოვო, რომ ამ კონკრეტულ განცხადებებს არ ექნება დიდი გავლენა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში და პროცესები ნეგატიურად არ შემობრუნდება," - ასე პასუხობს ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი.

ლორა თორნტონი "კურიერთან" ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ გაუგებარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა.

"კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი", რომელზეც ლორა თორნტონი საუბრობს, სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ენ-დი-აის დაკვეთით, საქართველოში კვლევისთვის საველე სამუშაოებს ატარებს. ის 2003 წელს დაფუძნდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კვლევების დირექტორი ხსნის, რატომ ენდობიან გავლენიანი ორგანიზაციები მათ 16 წლიან გამოცდილებას.

კიდევ ერთი ორგანიზაცია ipm research რომელიც საქართველოში კვლევებს IRI დაკვეთით ატარებს, ინტერვიუზე დღეს არ დაგვთანხმდა, განმარტებებისგან თავი შეიკავეს IRI თბილისის ოფისშიც, თუმცა მანამდე ორგანიზაციის პრეზიდენტმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გზავნილებზე ვრცლად ისაუბრა.

ოპოზიციის შეფასებით, IRI პრეზიდენტის ეს განცხადება საგანგაშო სიგნალია. 

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, დააზიანებს საქართველოს ინტერესებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

ოპოზიიციის პროგნოზის არ სჯერა მმართველ გუნდს, რომელიც ივანიშვილის რიტორიკას იზიარებს, ვიცე-პრემეირი კი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია დაინტერესდა მიზეზებით  - რამ გამოიწვია ქართული ორგანიზაციების მიმართ მმართველი გუნდის ლიდერის კრიტიკა.

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ვრცელ ინტერვიუში იმ ქართული ორგანიზაციების საქმინაობაზე ისაუბრა, რომლებიც NDI-სა და IRI-თვის საველე სამუშაეობს აწარმოებენ და მათ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაარსებული უწოდა.

 

 

 

დღის ამბები