30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები" - NDI 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი, "კურიერთან" ინტერვიუში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. 

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, დემოკრატიის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყოველთვის მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

"მინდა გამოვეხმაურო საერთშორისო თანამეგობრობის განცხადებებს, რომ შეტევა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე არ აღიქმება, როგორც კარგი მოქმედება. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართლიანი არჩევნები", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" - განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებაში და არ შეიძლება ხელისუფლების მხრიდან განცხადებების გაკეთება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყნის მტრები. ეს არასწორია და ჩვენ გვჯერა, რომ ისინი საქართველოში თავიანთ მანდატს მიუკერძოებლად ახორციელებენ" - განაცხადა "კურიერთან" ლორა თორნტონმა.

დღის ამბები