თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო.
დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ იაშვილის ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადადეს.
გამოძიება გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს და "ინტერმედია პლიუსის" ხელმძღვანელს, "რუსთავი 2-ის" ინტერესის საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქონების დამალვას ედავება.
ადვოკატები ბრალდებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ დევს. დაცვის მხრიდან აქცენტი საქმის პოლიტიკურ სარჩულზე კეთდება.