30 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
​მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი პირის ცხედარი იპოვეს

​მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი პირის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი.
საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ორ დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები