ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ "დიდი შვიდიანის" სამიტებზე რუსეთის მიწვევის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. კონგრესმენ ალბიო საირესის ინიციატივა 339 ხმით მიიღეს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია უკრაინაში რუსეთის ქმედებები.
რუსეთი "დიდი რვიანიდან" 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.