30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდაზე დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ

ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსთან ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს, სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდაზე დასაშვებად დაწესებულ გადასახადს აპროტესტებენ.

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მათ რეზიდენტურის გამოცდაზე გასასვლელად 80 ლარი უნდა გადაიხადონ, ამ ფაქტის შესახებ კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს როცა გამოცდაზე დარეგისტრირდნენ.

 "გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ ფული. არავის გავუფრთხილებივართ. არის დაწესებული თანხა 80 ლარი. არ ვაპირებთ ამის გადახდას, იმიტომ, რომ არიან სტუდენტები რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება,"-. აცხადებს "კურიერთან" სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი.

საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ფაქტს სტუდენტების დაცინვად აფასებს. 

"მაშინ როცა უკვე დავრეგისტრირდით ამდენი სტუდენტი, შემთხვევით გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ 80 ლარი და მხოლოდ ჩეკის საშუალებით შეგვიშვებენ გამოცდაზე. არ ვიცი რა ჰქვია ამ ფაქტს, ალბათ ჩვენი დაცინვა," - განაცხადა ასმათ კურტანიძემ.

დღის ამბები