30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
უცნობი მამაკაცი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეჭრას ცდილობდა

უცნობი მამაკაცი "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში  შეჭრას ცდილობდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ის, დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა, რის შემდეგაც ადგილი დატოვა.

პარტიაში ვარაუდობენ, რომ მამაკაცს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეკრება ეგონა. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

"პარტიის ოფისში შემოვიდა უცხო პიროვნება, მისი სახელი და გვარი ჩვენთვის ცნობილი არაა, იყო პოლიტიკურად მოტივირებული და სავარაუდოდ, იყო ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" გამოგზავნილი," - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის დაცვის უფროსი თემურ წიკლაური.

მისი თქმით, თავდაპირველად მამაკაცი იგინებოდა "ლეიბორისტული პარტიის" და სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით, შემდეგ კი, ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა.

დღის ამბები