30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"მავნებელი და პოლიტიკანკა" - თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი მისი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც მან პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა, "კურიერთან" განმარტებას აკეთებს.

თაკო ჩარკვიანი მისი გადაწყვეტილებას ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს უკავშირებს.  

"კონკრეტულად ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ მთელ ევროპას ვეხვეწებით, განგაშის ზარი გვაქვს შემოკრული, დავძრწივართ სიმწრით, რომ ელჩებს, დიპლომატებს როგორმე ვუთხრათ, რომ პუტინი გვავიწროებს, აი რუსეთი გვავიწროებს... შე მამაცხონებულო, ან მავნებელი ხარ, ან "პოლიტიკანკა" ხარ და პოლიტიკოსი არ ხარ, ან პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი, რომ მაინცდამაინც ამ დროს აგიტყდა რუსეთში ჩასვლა და რაღაც საუბარი. ვრჩები მომხრე ამ აქციების მონაწილეების, ახალგაზრდები რასაც აკეთებენ, მაგრამ მე არ მიყვარს სიურპრიზები, რომლითაც ვაკვირებ ჩემს ამომრჩეველს. დღეს ჩვენთან პარტიაში იყო კითხვები, მე ამ კითხვაზე უნდა მეპასუხა და წარმოდგენა არ მქონდა რა იყო," – ამბობს თაკო ჩარკვიანი "კურიერთან". 

დღის ამბები