30 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ხელისუფლება "კლიტუშკებით" აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას - აქცია და კონტრაქცია მცხეთაში

აქცია და კონტრაქცია მცხეთაში - ადგილზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდამჭერები ისევ იკრიბებიან.

ოპოზიცია და აქტივისტები მსვლელობით "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მიდიან.  პარალელურად ადგილზე იკრიბებიან მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც, გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.  

აღსანიშნავია, რომ მცხეთაში  სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებიან. 

"იანუკოვიჩს ჰყავდა ტიტუშკები და ივანიშვილის ტიტუშკები დამატებით კლიტეებს ებრძვიან, ამიტომ მათი კოლექტიური სახელი არის  კლიტუშკები. ხელისუფლება კლიტუშკებით აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც, საბოლოო ჯამში, იმ კლიტუშკების მსხვერპლი აღმოჩნდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ივანიშვილს დიდი ვარდისფერი სათვალე უკეთია", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს რომ სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიის შექმნას.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების განცხადებით, ადგილზე საქმის გამო იმყოფებიან.

"ველოდები, მოვიდეს ბოკერია. ეგენი არ იყვნენ ცხრა წელი, რა გაკეთეს?! დიმიტრი ხუნდაძე თბილისშია, აქ არ არის. რატომ მოდიან, რა უნდათ რიგითი თანამშრომლებისგან," - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

დღის ამბები