30 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
ერდოღანი მოითხოვს ნატო-მ ტერორისტებად აღიაროს დაჯგუფებები, რომელსაც ანკარა ებრძვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ-ტაიპ ერდოღანი ნატო-ს მიერ შემუშავებულ ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის გეგმას მხარს არ დაუჭერს, თუ ის დაჯგუფებები, რომლის წინააღმდეგ ანკარა იბრძვის, ტერორისტებად არ გამოცხადდება.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლონდონის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე მზად არის, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე თავდასხმას უპასუხოს.

ლონდონში ნატოს ქვეყნების ლიდერთა სამიტი დღეს იხსნება. ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა დონალდ ტრამპი, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

დღის ამბები