30 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებისას დაშავებულმა სამმა პირმა საავადმყოფო უკვე დატოვა

"ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულმა სამმა პირმა  სამკურნალო დაწესებულება უკვე დატოვა.

დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.

"ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორის მოადგილის, კოტე სახვაძის ინფორმაციით, ყველა მათგანს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას 5 პირი დაშავდა, რომელთაგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაპირისპირება სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის, 2 დეკემბერს, ღამით მოხდა.

დღის ამბები