30 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
​ელჩებმაც დაინახეს ჩვენი სერიოზული არგუმენტაცია "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით - არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ პოზიციებს არ ცვლის.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული მოდელი არაკონსტიტუციურია და ამის შესახებ ოპოზიციასთან შეხვედრისას მათ სერიოზული არგუმენტაცია წარადგინეს.

"ვსაუბრობთ ოპოზიციასთან. როგორც ნახეთ, წინა ფორმატში წარმოდგენილი იყო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე, პარლამენტის სხვადასხვა მოწვევის თავმჯდომარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ვენეციის კომისია. ჩვენ დავიწყეთ საუბარი. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ნათელია პოზიციები და ელჩებმაც დაინახეს, თუ რა სერიოზული არგუმენტაცია არსებობს და ეს რეალურად საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები