ლონდონში NATO-ს ლიდერების სამიტი იმართება. შეხვედრა ალიანსის 70 წლისთავის იუბილეს ეძღვნება. სამიტს NATO-ს 29 წევრი ქვეყნის მეთაური დაესწრება. მათ ბუკინგემის სასახლეში დედოფალიც მიიღებს.
ლონდონში უკვე ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც NATO-ს გენმდივანს და საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება.
4 დეკემბერს ლონდონის სამიტზე მთავარი საკითხი ალიანსის თანამედროვე გამოწვევები და სამომავლო განვითარება იქნება. ლიდერების შეხვედრამდე კი დღეს NATO-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმში ალიანსის პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.