30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დაპირისპირება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

"ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა - მოძრაობა "სირცხვილიას“, "შეცვალეს" და "გაბედეს“ წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.  ერეკლეს მოედანი პოლიციელების კორდონის მიერ ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ მხარეს სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ხოლო მეორე მხარეს "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. 

როგორც აქტივისტები ამბობენ, ოფისთან "ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, ტერიტორიაზე იმყოფებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერებიც.    

სამოქალაქო აქტივისტები მოუწოდებენ სამართალდამცველებს დააკავონ ე.წ. კონტრაქციის წევრები, რომლებიც, მათი თქმით, ფიზიკური დაპირისპირების გამოწვევას ცდილობენ. 

სამოქალაქო აქტივისტებმა "ქართული ოცნების“ ოფისის ფანჯრებს სტიკერები წარწერით - "სირცხვილია“ მიაკრეს.    

“მოვედით აბსოლუტურად მშვიდობიანი მიზნით. არ ვართ მცხეთაში და ვართ "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც რეალურად იგეგმება ეს ყველაფერი და ბუნებრივია, დღევანდელი მოვლენები მცხეთაში დადგმული სცენა იყო,“ - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

ფიზიკური დაპირისპირების დროს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.   

 

დღის ამბები