30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ჯანდარის ტბასთან დაკარგული 2 მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანული მხარეც ჩაერთო

ჯანდარის ტბასთან დაკარგული 2 მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში აზერბაიჯანულ მხარეც ჩაერთო. პროცესში ჩართულია  ავიაცია და მაშველები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ხილვადობის შემცირების გამო, ვერტმფრენი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას ვერც საქართველოს, და ვერც  აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. 

თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნავს, როგორც სანაპიროზე, ასევე წყალში, სამაშველო ჯგუფების მუშაობა გრძელდება.

"მობილიზებულ იქნა ქვემო ქართლის, თბილისის სამაშველო ჯგუფები შესაბამისი აღჭურვილობით მყვინთავები. სამაშველო საძიებო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო ვერტმფრენი. ასევე, ინფორმირებულია აზერბაიჯანული მხარე, მომენტალურად დამყარდა ურთიერთობა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და აზერბაიჯანელების სამაშველო ვერტმფრენიც არის უკვე ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ასევე, მათი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო," - აცხადებს ლევან ღირსიაშვილი.

ჯანდარის ტბაზე ორ მოქალაქეს უკვე რამდენიმე საათია ეძებენ. ადგილზე სამუშაოები უშედეგოდ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცები მეთევზეები არიან, რომელთა კვალიც სწორედ ტბასთან იკარგება. ეს კი, სავარაუდოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც მათი ნავი წყლის ძლიერმა დინებამ წაიღო.

დღის ამბები