30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მოძრაობა "გაბედეს" ორი წევრი ქალა-ტვინის ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს

მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი დაშავდა. ცოტნე ვადაჭკორია და ლაშა დიაროვი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის, თეა მესხიძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად დამატებით გამოკვლევები უტარდებათ.

მოძრაობა "გაბედეს" წევრების ინფორმაციით, პოლიციას არ დაუკავებია ის პირი, ვინც აქტივისტებს ფიზიკური ზიანი მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრები მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს ბიუროსთან მივიდნენ და მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც პოლიციამ მოძრაობა "გაბედეს" 4 წევრი და "ქართული ოცნების" 3 მხარდამჭერი დააკავა. 

ამ დროისთვის ყველა დაკავებული ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები