30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში

"კურიერის" ექსკლუზივი - მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება.

ამის გამო მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს. სასწავლო პროცესს უკვე რამდენიმე დღეა მოსწავლეების გარკვეული რაოდენობა არ ესწრება. მშობლები დროულ და ეფექტიან რეაგირებას ითხოვენ.  

92-ე სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი სკოლაში მენინგიტის შემთხვევას ადასტურებს. მისი თქმით, ინფექციური დაავადება მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუფიქსირდა, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობას პალატაში გადის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიხეილ ჩიქოვანი ამბობს, რომ სკოლაში შემთხვევის გამოვლენისთანავე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„სამწუხაროდ, მენინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დადასტურებელი ფაქტია. მეოთხე კლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა. შესაბამისად, სკოლამ მიიღო ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც უნდა მიგვეღო, შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს. იმ დღესვე ჩატარდა დეზინფექცია. დღევანდელი დღის ინფორმაციით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და საბედნიეროდ, ეს ბავშვიც უკვე პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - აცხადებს  92-ე სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი.  

 

დღის ამბები