30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, რატომ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციის ცვლილებაზე - დავით უსუფაშვილი

"თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, თუ აკმაყოფილებს ქუჩის აქციების, ოპონენტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს, რატომ ვსაუბრობთ ამ მოდელის ანტიკონსტიტუციურობაზე და არა კონსტიტუციის ცვლილებებზე," - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა განაცხდა.   

უსუფაშვილის თქმით, ეს შეკითხვა უცხოელ პარტნიორებსაც გაუჩნდათ. 

"თუ ეს ყველაფერს აკმაყოფილებს და კრიზისს ხსნის, მაშინ რატომ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კონსტიტუციაში ცვლილებაა შესატანი. ივანიშვილმა რომ თქვა გადავიდეთ პროპორციულ არჩევნებზეო, მაშინ ვინმემ თქვა, რომ არა, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო?," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

"ხელისუფლებამ შექმნა პოლიტიკური კრიზისი მისი ძალიან უპასუხისმგებლო მოქმედებით, ვინაიდან ის დაპირდა სამართლიან არჩევნებს და მერე უკან წაიღო დაპირება. ამ კრიზისიდან გამოსავალს ხელისუფლება არ ეძებს,”- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები