30 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ჩინეთმა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. შავ სიაში მოხვდნენ "ჰუმან რაითს ვოჩი", NDI და "ფრიდომ ჰაუსი".

ჰონგ კონგში ამერიკული სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ჩასვლის შესახებ ვაშინგტონის თხოვნას ასევე ჩინეთიც არ განიხილავს. პეკინმა ეს ზომები ტრამპის მიერ მიღებული ჰონგ კონგში დემოკრატიის დაცვის შესახებ კანონის გამო აამოქმედა. კანონი ჰონგ კონგში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

ჰონგ კონგში გუშინ პროდემოკრატიული აქცია გაიმართა, სადაც დემონსტრანტებმა შტატებს ოფიციალური პეკინისგან დაცვა მოსთხოვეს.

დღის ამბები