30 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატები კონგრესში იმპიჩმენტის საქმეზე საჯარო მოსმენას არ დაესწრებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატები კონგრესში იმპიჩმენტის საქმეზე საჯარო მოსმენას არ დაესწრებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატებმა საჯარო მოსმენებზე გასულ კვირას მიიწვიეს.

შტატების წარმომადგენელთა პალატამ პროცედურებთან დაკავშირებით კენჭისყრა 31 ოქტომბერს გამართა. 

დემოკრატები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ, ამ მიზეზით მოითხოვეს იმპიჩმენტი.

დღის ამბები