30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რეგიონში გასვლას ვიწყებთ, მომავალი კვირიდან ქუთაისში აქცია გაიმართება - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში გასვლას იწყებს.

პირველი აქციის გამართვას ისინი ქუთაისში გეგმავენ. ამის შესახებ ბურჯანაძემ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქციები სხვადასხვა ფორმით არ შეწყდება. მომავალი კვირიდან იწყება რეგიონებში გასვლები. ერთ-ერთი პირველი იქნება ქუთაისი.

ჩვენც ბუნებრივია ჩვენს მომხრეებს ქუთაისში მოვუწოდებთ, გამოხატონ პროტესტი იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები