30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
"ხელისუფლებისთვის მთავარი პოლიტიკური ბერკეტი არის სასამართლო"- ეკა ბესელია

ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს. 2 საათიანი კონსულტაციები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დასრულებულია. ეს იყო ოპოზიციის პირველი მოლაპარაკება უმრავლესობასთან გამართული უშედეგო შეხვედრის შემდეგ.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მთავარია როგორი იქნება სასამართლო, რადგან ეს სტრუქტურა განსაზღვრავს ქვეყანაში, როგორ ჩატარდება არჩევნები და ასევე რამდენად დაცულები იქნებიან ადამიანები.

ბესელიას თქმით, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში რჩება და ამისთვის რეგიონებში და თბილისში აქტივობები გაგრძელდება.

"ხელისუფლებისთვის მთავარი პოლიტიკური ბერკეტი არის სასამართლო, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით ადამიანების დაკავება. ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სასამართლო. ის განსაზღვრავს, როგორ ჩატარდება ქვეყანაში არჩევნები, როგორ იქნებიან დაცულები ადამიანები და საერთოდ, ნებისმიერი თქვენთაგანის კონსტიტუციური უფლება იქნება თუ არა გარანტირებული.

ამაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა ამ წელს ყოველ შემთხვევაში, არ იქნება და ამიტომ მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც მიმართული იქნება, რომ ამ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ“,-განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები