ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა ტერორიზმში ბრალდებულთა ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობები გაამკაცროს.
ტერორიზმის მუხლით დაპატიმრებული 28 წლის მამაკაცი ციხიდან გასულ წელს ვადამდე გაათავისუფლეს. 29 ნოემბერს მან 2 თავდასხმა მოაწყო და 2 პირი მოკლა.
მათ შორის კემბრიჯის კურსდამთავრებული, რომელიც პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორი იყო.