30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"თქვენ მოამზადეთ ინიციატივა და მზად ვართ განვიხილოთ" - ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიმართავს

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება ახალ ინციატივას წარმოადგენს, რომელიც პროპორციული სისტემის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და თან მაჟორიტარებსაც არ შეუქმნის პრობლემას, ოპოზიცია მზადაა მსგავსი წინადადება განიხილოს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ კარგი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ იქნება პროპორციული სისტემის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მეორეს მხრივ არ შეუქმნის პრობლემას მაჟორიტარებს, პირადად მე თხოვნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარესაც, მდინარაძესაც, რომ კი ბატონო, თქვენ მოამზადეთ ინიციატივა და მზად ვართ განვიხილოთ," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები