30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ხელისუფლებას ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს - შალვა შავგულიძე

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის შალვა შავგულიძის განცხადებით, მმართველი გუნდი პოლიტიკურ კრიზისს ვერ უმკლავდება და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

აღნიშნულის მაგალითად შავგულიძემ ქუთაისში მომხდარი დაპაირისპირება მოიყვანა.

"ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ეკიდება ქვეყანაში მისივე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას, ახდენს ესკალაციას  და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამის ნათელი მაგალითია ქუთაისში მომხდარი ინციდენტი. ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვიმსჯელებთ, თუ როგორ გაგრძელდება საპროტესტო აქციები," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები