30 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართა.

ორგანიზაციის წევრების თქმით, მათი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი დაზიანება სისხლის სამართლის საქმეა, ამიტომ დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

"ვნახეთ რა სცენარით მიმდინარეობდა მოვლენები, ეს იყო უპრეცედენტო უგუნურების ფაქტი. თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილის მმართველის ეპითეტი იყო უუნარობა და უმოქმედობა, ახლა გახდა კვერცხების ხელისუფლება. თუ აქამდე არსებობდა  ეჭვი,  რომ უნდოდათ პროცესების გადატანა ქუჩაში, ახლა დადასტურდა. 

წინა აქციაზე ხელმძღვანელი პირები იყვენ გამოსული, ახლა პედაგოგები დაიბარეს და ამას სათავეში  რამდენიმე აქტივისტი ედგა. აღსანიშნავია, რომ  პირველად ჩნდებიან სამართალადმაცველები, რომელიც მხარეებს შორის ბუფერულ ზონას ქმნიან და არ ხდება დამნაშავეების დაკავება. 

ეს არის მცდელობა დაგვაშინონ, მაგრამ ტყულად კარგავენ დროს. არაფერი  დასრულდება ვიდრე მოთხოვნა არ შესრულდება. ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის იერ-სახეც დაზიანდა, ამიტომ მივმართეთ სამართალდამცველებს მოხდეს გამოძიება," - განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

დღის ამბები