30 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ნიკა გვარამიას პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს - პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უწყების ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვს.

აღნიშნული კითხვით, "რუსთავი 2"-მა პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით დღეს გადაცემა "მთავარი აქცენტებში" განცხადებას გააკეთებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

გარდა ამისა, სასამართლომ ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად სცნო.

ადვოკატი სააპელაციო საჩივარში ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

დღის ამბები