30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე" - მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს - ეს კითხვა ამ დრომდე ღიად რჩება.

პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირის ოჯახის წევრების თქმით, სინოდის განჩინება წერილობითი სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ შესულა, ოჯახს ეჭვი აქვს, რომ შეწყალების საქმეს საპატრიარქოში ზოგიერთი წევრი ბლოკავს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს, ქადაგების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა. მეუფე ნიკოლოზი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

"მგონია, რომ შეიწყალებს, პრეზიდენტის მაგივრად მე რა უნდა გითხრათ. ეს არის ჩემი ვარაუდი. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა ეს განჩინება. არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს მე არ ვიცი.

ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული,“- დასძინა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან იშუამდგომლებს.

დღის ამბები