29 მარტი 2025,   01:45
ვრცლად
კახეთში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა.

სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსები. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო გარე სივრცეები და მოედნები. სამივე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება, ჯამში, 12 მლნ ლარია.

ახალი სასწავლო სივრცეები მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცეს განათლების და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.

დღის ამბები