28 დეკემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ზურა ჯაფარიძე სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა და 3 წლით იარაღის ტარება აუკრძალა

ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 3 წლის ვადით, იარაღის ტარება აეკრძალა.

ჯაფარიძეს 2 დეკემბერს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

"ჯარიმა ნაკლებად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, მთელი ეს პროცესი იმისთვის იყო, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეეჩერებინათ სამი წლის ვადით. ალბათ, ფიქრობენ, რომ ამ რეალობაში, სადაც პოლიცია "ტიტუშკებს" იცავს და არ იცავს მოქალაქეებს, ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ, მე დავრჩები ახლა დაუცველი და რაღაცას იზამენ, მაგრამ ეგ არ მოხდება, შემიძლია გარანტია მივცე", - აცხადებს ზურა გირჩი ჯაფარიძე.

 

დღის ამბები