"რაც შეეხება იმას, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი: ეს იქნება ქართველი კაცი, რომელიც ქართული მენტალობით, პატრიოტიზმით, პოლიტიკური ხედვით და საქართველოს საუკეთესო ინტერესებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას", - ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
მისივე სიტყვებით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის გეგმები და მისწრაფებები მხოლოდ ერთი კერძო პირის მოსაზრებებად დარჩება.
"მიხეილ ყაველაშვილს, სალომე ზურაბიშვილთან შედარებით, ძალიან კარგი სასტარტო პირობები აქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი: ეს იქნება ქართველი კაცი, რომელიც ქართული მენტალობით, პატრიოტიზმით, პოლიტიკური ხედვით და საქართველოს საუკეთესო ინტერესებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას.
რა სენტიმენტები, გეგმები და მისწრაფებებიც არ უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება მისი ერთი, კერძო ადამიანის გეგმები და ფიქრები. რაც შეეხება საქართველოს, - როგორც ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ის კონსტიტუციის მიხედვით გააგრძელებს ცხოვრებას," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.