გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი და 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
გერმანიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბუნდესტაგის მიერ ქვეყნის კანცლერისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებას მოჰყვა. 16 დეკემბერს ოლაფ შოლცის გადადგომას 394-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შოლცის მომხრე 207 იყო, 116 მა კი მხარი შეიკავა.
გერმანიის მოქმედმა მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერა მას შემდეგ დაკარგა, რაც ოლაფ შოლცმა კოალიციური მთავრობის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგ კოალიციის ლიბერალური პარტიის წევრმა მინისტრებმა პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს.