მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ "ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია", არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია "ლორგოს" პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის.
"საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია "ლორგოს" პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 000 000 ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ - ჯამში 50 000 000 ლარის.
იმისთვის, რომ მას მრავალმილიონიანი ვაჭრობა ჰქონოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავუწესეთ რუსეთს სანქციები.
იმისთვის რომ მისი მრავალმილიონიანი ვაჭრობა კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო, ხელისუფლებამ, ჩვენი კრიტიკის, ლანძღვის, პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავკეტეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან.
და კარგიც ვქენით, იმიტომ რომ ვმოქმედებდით ქართველი ხალხის და ქართული ბიზნესის ინტერესით და არა სხვების პოლიტიკური თუ სამხედრო დღის წესრიგით, რომელშიც ქართველი ხალხი მხოლოდ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია.
ღმერთმა შეარგოს ყველას პატიოსნად მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე, ნაცმოძრაობის ბიზნეს რეკეტიორის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალ და სკანდირებას დაიწყებ "ორცხობილა არასდროს ერქმევა პეჩენია", არ მგონია, ეს პატიოსანი საქციელი იყოს", - წერს შალვა პაპუაშვილი.