27 დეკემბერი 2024,   01:10
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი კარლ ბილდტის განცხადებაზე: ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

"ეს დღეც დაგვიდგა. დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე, ახლა სხვები ფიქრობენ ჩვენთვის ნამესტნიკების დანიშვნაზე," - წერს შალვა პპაუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე ამბებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მასობრივი საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება, სიტუაცია კი 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს," - წერს ბილდტი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები