27 დეკემბერი 2024,   01:16
ვრცლად
თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლაში, ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 930 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, შეიცვალა სახურავი, შეკეთდა გარე ფასადი, შემოიღობა შენობის ეზო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

სამუსიკო სკოლაში 4 სხვადასხვა განყოფილებაზე ( ფორტეპიანო, სოლო სიმღერა, ხალხური საკრავები, გიტარა) 173 მოსწავლე სწავლობს.

დღის ამბები