18 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
პირი, რომელიც CNN-ის ჟურნალისტმა გათავისუფლებულ სირიელ პატიმრად წარადგინა, ასადის რეჟიმის დაზვერვის ყოფილი აგენტი აღმოჩნდა

პირი, რომელიც CNN-ის ჟურნალისტმა საკუთარ სიუჟეტში გათავისუფლებულ სირიელ პატიმრად წარადგინა, ასადის რეჟიმის დაზვერვის ყოფილი აგენტი აღმოჩნდა. ინფორმაცია თავად ტელეკომპანიამ დაადასტურა.

CNN-ის კორესპონდენტი კლარისა უარდი და გადამღები ჯგუფის წევრები დამასკოს ერთ-ერთ ციხეში შემთხვევით შეხვდნენ პირს, რომელმაც მათ უთხრა, რომ პატიმარია, ქალაქ ჰომსის მკვიდრია და, სამი თვეა, ციხეში ზის. მოგვიანებით, ის ადგილობრივებმა ამოიცნეს და დადგინდა, რომ სამხედრო საჰაერო ძალების დაზვერვის თანამშრომელია.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. იყო ვერსიებიც, რომ CNN-მა​ სცენა დადგა. მოქალაქეების ნაწილი ტელეკომპანიას აკრიტიკებს და ბოდიშის მოხდას სთხოვს.

დღის ამბები