18 დეკემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულია - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება" - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე საუბარი დასრულებულია, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი უკვე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

"მე მგონი, ძალიან მოკლე პასუხია აქ საჭირო, ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი, ალბათ, ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცით, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა. შესაძლოა, ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი... თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი ამით დასრულებულია", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები