07 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
"ფულადი პაკეტი მზად გვაქვს" - გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თქმით, თუ მთავრობა გამჭვირვალობისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონებს გააუქმებს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად მზად არიან

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, სლოვენიელი დიპლომატი მარტა კოსი ქართველ ხალხს მიმართავს. ევროპელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს გაფართოების პროცესი, თუ საქართველო ორ პირობას შეასრულებს - გააუქმებს კანონებს საგარეო ჩარევისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ.

"მაქვს მესიჯი ქართველი ხალხისთვის: არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობა იქნება, საქართველოს მთავრობამ დაგვანახოს, რომ მზადაა, ამ გზით იაროს.

ამიტომ, ველით, რომ გააუქმებენ ორ კანონს: საგარეო ჩარევისა და ოჯახური ფასეულობების შესახებ. ეს იქნება პირველი ნიშანი და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მოვამზადეთ ფულადი პაკეტი არა მხოლოდ მთავრობის რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, ჯერ არაფერი დასრულებულა... იმედი მაქვს, რომ ჩვენც შევძლებთ, EP-ის დახმარებით, საქართველოს მხარდაჭერას", - აღნიშნავს კოსი.

დღის ამბები