07 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ISFED-ზე შეიძლება ერთი რამ ვთქვათ - დაანებონ თავი მანიპულაციებს" - არჩილ გორდულაძე

არჩევნების პროცესში მანიპულაციებზე საუბრობს ISFED-ი. ორგანიზაციის დირექტორმა ბრიფინგზე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გარკვეულ უბნებზე მამაკაცთა აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე რეგისტრირებულ სიაში კაცი ამომრჩევლების რაოდენობა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მანიპულაციებით თავად ISFED-ია დაკავებული, რომელიც ამ დრომდე არ აქვეყნებს პარალელური დათვლის შედეგებს.

"ISFED-ზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ - დაანებონ თავი მანიპულაციებს. დაანებოს მანიპულაციებს თავი და გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც თავისივე განცხადებით, ცესკოს შედეგებს ემთხვევა. საინტერესოა ის არის, რომ მათ თავადვე აღიარეს, ისინი ამ ყველაფერს არ გამოაქვეყნებენ, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ლეგიტიმური იქნებაო. ახლა ცდილობენ, რომ ყველანაირი მანიპულაციური გზით, როგორმე ეჭვი შეატანინო არჩევნების შედეგებში, დასკვნებში, მაგრამ მაინც ვე ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ამას", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 
დღის ამბები