07 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ტრამპის მრჩევლებს უკრაინის NATO-ში წევრობის მინიმუმ 20 წლით გადადებისა და ომის ფრონტის ხაზზე გაყინვის ინიციატივა აქვთ - WSJ

ტრამპის მრჩევლებს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მინიმუმ 20 წლით გადადებისა და ომის ფრონტის ხაზზე გაყინვის ინიციატივა აქვთ. ამ გეგმის შესახებ Wall Street Journal-ი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ახლო წრიდან, სამ პირზე დაყრდნობით წერს.

გეგმის მიხედვით, უკრაინა და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ დემილიტარიზებულ ზონაზე, ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რომლის სიგრძე დაახლოებით 1300 კილომეტრია.

ტრამპის გარემოცვის თქმით, ევროპულ ჯარებს მოუწევთ სამშვიდობოების როლში გამოსვლა. ამერიკელები ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას - და არ გადაიხდიან.

კიევმა ასევე უარი უნდა თქვას NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე, სულ მცირე მომდევნო 20 წლის განმავლობაში. სანაცვლოდ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის იარაღის მიწოდებას, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის შესაძლო თავდასხმა.

დღის ამბები