თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, "ერეკლეობა", იგივე თელავქალაქობა აღინიშნება. წელს მეფე ერეკლეს დაბადებიდან 304 წელი შესრულდა.
აქტივობები ცენტრალურ მოედანსა და მეფის სასახლის ტერიტორიაზე 12:00 საათიდან დაიწყო. ტრადიციულად, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღევლინება წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მთავარ მოედანზე მოწყობილია თემატური პავილიონები. გამოფენილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები. გამოავლენენ საპატიო თელაველებს.
დღის ბოლოს კონცერტი გაიმართება.