07 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
"პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა "ნული", რაც ნიშნავს, რომ ამომრჩევლის დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა" - ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ანგარიშს აქვეყნებს ამერიკული აუდიტორული კომპანია Pro V&V, რომელმაც, ცესკო-ს მოთხოვნით, ელექტრონული სისტემის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ კი აჩვენა "ნული", რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი ამომრჩევლის დუბლირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

ანგარიშში ასევე წერია, რომ პრობლემები არ დაფიქსირებულა და ცესკო-მ წარმატებით განახორციელა ის პროცედურები, რომლებიც მანამდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა.

"პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა. მესამე შემოწმებამ აჩვენა "ნული", რაც ნიშნავს, რომ არცერთი ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი არ დაფიქსირებულა ერთ ჯერზე მეტად, ანუ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

საიდენტიფიკაციო ნომრის გრაფა წარმოადგენს მთავარ გასაღებს ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში. მთავარი იდენტიფიკატორი უნიკალურია და მისი დუბლირება ერთი და იმავე ცხრილში შეუძლებელია. ამომრჩეველთა ცხრილების შეფასებისას, ცხრილებში საიდენტიფიკაციო ნომრების დუბლირების შემთხვევები გამოვლენილი არ არის. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, და სამი შემოწმების შედეგად, საიდენტიფიკაციო ნომრის დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა მთელ რიგ უბნებზე, ამომრჩევლის იდენტიფიცირების ბლოკში ან ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები