24 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ბუნებრივია მე პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრ მოსამართლესთან, სადაც წარვადგენ მტკიცებულებებს - მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საუბარია არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ორი კოალიციის ლიდერები პროკურატურაში მისვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემენ. მათივე თქმით, წარადგენენ მტკიცებულებებსაც.

"ბუნებრივია, მე პროკურატურაში არ მივალ. ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრ მოსამართლესთან და წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, პირველ რიგში, საჭიროა პროკურატურამ ის ვიდეოები შეისწავლოს, სადაც დარღვევები ჩანს.

"სასამართლოების გზით და სამოქალაქო პროტესტის გზით ვაპირებთ ვაპირებთ მიზნის მიღწევას. პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები თავადაც გამოითხოვოს, უყუროს იმ ვიდეო კადრებს სადაც დარღვევები ჩანს. დარწმუნებული ვარ, რომ სანდოობის პირობებში პროკურატურას ამის პრობლემა არ ექნება, რომ ხალხი არ მივიდეს და არ მისცეს ჩვენებები", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"ქართული ოცნება" ოპოზიციის მხრიდან სიცრუის კამპანიაზე საუბრობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

დღის ამბები