პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის "ქართულ ოცნებას" არჩევნების ლეგიტიმაციაში არ დაეხმარება, თუმცა ჯერ მნიშვნელოვანია საარჩევნო დარღვევებზე მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, რომლის ნაწილიც, მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს უკვე გადასცეს.
გიორგი გახარიას თქმით, პარტია საქართველოსთვის უერთდება დღეს დაგეგმილ აქციასაც.
"ჩვენი პარტია "ოცნების" არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. სამართლიანობის განცდის და რაც მთავარია, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.