24 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში გამარჯვებას ქართულ ენაზე ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას სომეხი და ქართველი მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ", - წერს ფაშინიანი ქართულად სოციალურ ქსელ X-ში.

მანამდე, კობახიძესა და "ქართულ ოცნებას" გამარჯვება კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიულოცა.

დღის ამბები