23 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
"პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი გია ჭყონია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის დელეგატმა გია ჭყონიამ, ქვედა სამების, ფიჭვნარისა და თეთროსანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ასევე, დელეგატი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

"ვისაუბრეთ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და პროექტები. თითოეულის მოსაზრება და შეხედულება ჩვენი ქვეყნის, ქალაქის, სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა გია ჭყონიამ.

დღის ამბები